ხობის რაიონ სოფელ ხიბულაში გუშინ გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. ერთერთ ოჯახში 2 ნიღბიანი პირი შეიჭრა და ოჯახის წევრებისგან ფულს ითხოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოჯახის წევრები აწამეს, თუმცა შსს-ში ამას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ოჯახის ერთერთ წევრს თავში აქვს მიღებული დაზიანება. ამ დროისათვის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ჯერ-ჯერობით დაკავებული არავინ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Getty Images
tbl.ge/2edc
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- მარკეტში შეიჭრა, ძალის გამოყენებით დაეუფლა სალაროში არსებულ თანხას - შსს-მ 1 პირი დააკავა
- თავს დაესხნენ, თანხის მიღების მიზნით ფიზიკურად იძალადეს - შსს-მ 3 პირი დააკავა
- მარკეტში შეიჭრა, მოლარეს სცემა, დაეუფლა სხვადასხვა ნივთს - თბილისში კაცი დააკავეს
- სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა გასტაცეს - მარტვილში ყაჩაღობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ყაჩაღურად დაეუფლნენ 181 000 $-ს - დაკავებულია 2 პირი




