აშშ-პოლონეთის ურთიერთობები

ტრამპი: აშშ მხარს უჭერს მშვიდობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

cnbc.com

ვარშავაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა ჩაერია, მაგრამ ამის გაკეთება სხვა ქვეყნებსაც შეეძლოთ. 

"ვფიქრობ, ეს შეიძლება ყოფილიყო რუსეთიც, ასევე ვვარაუდობ, რომ შესაძლოა, ყოფილიყო სხვა ქვეყნებიც, არ დავკონკრეტდები, თუმცა ვთვლი, რომ ჩვენს საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა ქვეყნებიც ერეოდნენ", - თქვა ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ტრამპის თქმით, აშშ და პოლონეთი თანამშრომლობენ რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებთან საბრძოლველად და აშშ მხარს უჭერს მშვიდობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ქცევა დიდი საფრთხეებს შეიცავს და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

ამასთანავე, ტრამპი NATO-ს საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პოლონეთი ალიანსის ის ერთ-ერთი იშვიათი წევრია, რომელიც ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას პატიოსნად ასრულებს.

ხვალ, ტრამპი ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში შედგება დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირველი შეხვედრა შედგება.

კომენტარები