ერთიანი ეროვნული გამოცდება

ჯეჯელავა: გამოცდა სტრესია, კონდიცირებაშიც ხდება გულის წასვლა და ასეთი რამეები

გამოცდები ძალიან სტრესული საქმეა და სამწუხაროდ, იქაც, სადაც კონდიცირებაა, გულის წასვლა და ძალიან ბევრი ასეთი რამ ხდება, რაც ძალიან სამწუხაროა. სიცხე ნამდვილად არის პრობლემა, თან სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სწორედ ეროვნული გამოცდების დაწყებას დაემთხვა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. საგამოცდო ცენტრები ადრე სხვადასხვა ადგილას იყო. ბოლო წლებში დავიწყეთ თავმოყრა, ერთსა და იმავე ადგილებში ტარდება ეროვნული გამოცდები. იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი კონდიცირებული იქნება. რაც შეეხება კითხვას, რომ კონკრეტულ ადგილებში კონდიციონერს არ რთავენ, ზოგან ტექნიკური პრობლემაა, ზოგგან სხვა სახის პრობლემაა და სამწუხრაოდ, ისეთი ვითარებაც გვაქვს, როდესაც ვიღაცას ხელს უშლის, პირიქით, პრობლემაა. ეს უდავოდ არის რაღაც, რის გამოსწორებაზეც ჩვენ უნდა ვიმუშავოთ.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ინტერპრესნიუსის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

კომენტარები