აშშ-რუსეთი

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის პირველი შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება

express.co.uk

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი 7 ივლისს გაიმართება. დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ჰამბურგში, გერმანიაში შეხვდებიან.

ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა G20-ის სამიტის ფარგლებში გაიმართება.

როგორც ცნობილია, ტრამპი და პუტინი შეხვედრაზე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს, სირიასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველად ხვდება.

კომენტარები