H&M თბილისში

H&M-ის პირველი მაღაზია თბილისში 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნება

H&M თბილისში პირველ მაღაზიას 2017 წლის შემოდგომაზე გახსნის. ამის შესახებ ბრენდის გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. როგორც H&M - ის განცხადებაში წერია, მაღაზია გალერეა თბილისში სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

"ძალიან გვიხარია, რომ როგორც იქნა, საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით! ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისელ მოდის მოყვარულებსა და ჩვენს მომავალ მომხმარებლებს ახალი სტილის პოვნისა და რაციონალური შოპინგის საშუალება მივცეთ და მოდაში საკუთარი განაცხადის გაკეთებაში დავეხმაროთ" – ამბობს H&M-ის რეგიონალური მენეჯერი კლაუდია ოსვალდი.

H&M-ის მაღაზიაში მომხმარებელს საშუალება ექნება ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და თეთრეული შეიძინოს.

კომენტარები