ავტოსაგზაო შემთხვევა

წინანდალში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა

წინანდალში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლიდან თელავში მიმავალი 06-ის მარკის ავტომანქანა კომბაინს შეეჯახა, რის შედეგადაც 06-ის მძღოლი და ავტომობილში მყოფი ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები