შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი დირექტორი დანიშნა. სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილის ნაცვლად პოლიციის პოლკოვნიკი ნიკოლოზ სირაძე იქნება.
შსს-ის ცნობით, ნიკოლოზ სირაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და მეხანძრე-მაშველებს თავდადებისა და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე ოპერატიული და მაღალპროფესიონალური რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.