თბილისის მერის არჩევნები

უგულავა გვარამიას: რ2-ისთვის უკეთესია, პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა

ნიკა, ძვირფასო, ონლაინ გამოკითხვები რომ არაზუსტია ეს ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის ის, რომლზეც ზალიკომ კალაძესთან წააგო, მაგრამ რატომღაც კმაყოფილება გამოსჭვიოდა, რომ ელენე დაამარცხა. ცხადია, შენი აზრის გამოთქის უფლება გაქვს, მაგრამ შენი პოზიციის გათვალისწინებით ტელევიზიის მომავლისთვის უკეთესი იქნება, პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა. დიდი ცდუნებაა ეს, მოგეხსენება. ეს დღეები აშკარად გადაიხარა სასწორი. მე კოლექტივის იმედი მაქვს მაინც. ბევრ გამოწვევას გაუძლეს და ამ ცდუნებასაც გაუძლებენ. რუსთავი2 არც ამ არჩევნებით დაწყებულა და არც აქ დამთავრდება. და ჯობია პროფესიული სტანდარტების დაცვით გავიაროთ ეს და სხვა არჩევნები. 

ვინ სიმბოლური კანდიდატია და ვინ არა, ამას თბილისელები გადაწყვეტენ, სადაც ერთი ხმა გაქვს და მე პატივს ვცემ შენს არჩევანს. ოღონდ როგორც მეგობარი მეგობარს (და იმედია ასეთებად დავრჩებით და არ გაიბუტები) გთავაზობ სანაძლეოს - ზაალი ვერ გახდება მერი და არჩევნების მეორე დღეს დაემშვიდობება პოლიტიკას როგორც შარშანდელი თოვლი (ამიტომ თუ ვინმეა სიმბოლური ეს სამწუხაროდ ჯერ ჯერობით ზალიკოა).

ელენეს რაც შეეხება, რომც ვერ გახდეს მერი, გააგრძელებს მუშაობას, ხალხში სიარულს და მათ დახმარებას. ზუსტად ისე, როგორც 2016 წლის არჩევნების მერე - ერთადერთი ადამიანია უმცირესობა/უმრავლესობაში, ვისაც ერთი წუთით არ შეუწყვეტია მუშაობა და კარდაკარ სიარული, გაჭირვებული ადამიანების დახმარება. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი შენ ჩემზე უკეთ იცი. ამიტომ ვფოკუსირდეთ ივანიშვილ-კალაძის კორუმპირებულ ბალაგანზე, ხოლო ვინ სიმბოლოა და ვინ სიმულაცია, ეს თბილისელებმა გადაწყვიტონ.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა Facebook-ზე ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც მეტრონომთან საუბარში თქვა: "ჩემი აზრით, ზაალ უდუმაშვილი ყველაზე მკაფიო და ნათელი სახეა, არათუ ამ კანდიდატებში, არამედ ბოლო პერიოდის ქართულ პოლიტიკაში, სადაც, მიხარია რომ ასეთი ადამიანები მიდიან. მე, ნამდვილად, ზალიკოს მივცემ ხმას. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში გაიმართება მეორე ტური, სადაც იქნება სახელისუფლებო კანდიდატი და ზალიკო უდუმაშვილი. დანარჩენების მონაწილეობა არჩევნებში სიმბოლურია."

კომენტარები