დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნები

ტერესა მეის მთავრობას პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერა ექნება

კონსერვატორებმა და დემოკრატიული იუნიონისტების პარტიამ ჩრდილოეთ ირლანდიიდან შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც ტერესა მეის „უმცირესობის“ მთავრობას საკმარისი მხარდაჭერა ექნება პარლამენტში კანონების მისაღებად. მოლაპარაკებები დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.კონსერვატორებმა მეის დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებში მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ხმები ვერ მოიპოვეს, რის გამოც ჩრდილო ირლანდიელ იუნიონისტებთან მოუწიათ შეთანხმების გაფორმება.

იუნიონისტების ათი წევრი მეის მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივებს დაუჭერს მხარს, სანაცვლოდ კი ჩრდილოეთ ირლანდია ერთი მილიარდი გირვანქა სტერლინგით გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ჯამში ჩრდილოეთ ირლანდიის ინფრასტრუქტურაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე მილიარდ-ნახევარი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯება, აქამდე გამიზნული თანხების ჩათვლით. უელსსა და შოტლანდიაში უკვე მოითხოვეს ასევე დამატებითი თანხების გამოყოფა.

იუნიონისტები მეის მთავრობას ბრექსითთან დაკავშირებულ ყველა საკანონმდებლო ინიციატივის მიღებაში დაუწერენ მხარს.სწორედ ბრექსითი იყო ოფიციალური მიზეზი რიგგარეშე არჩევნების მოსახმობად ტერესა მეისთვის 2017 წლის გაზაფხულზე. პრემიერ - მინისტრს ევროკავშირთან ბრექსითის მოლაპარაკებებში პოზიციების გამყარება სურდა.

არჩევნების დანიშვნის დროს კონსერვატორებს დიდი უპირატესობაც ჰქონდათ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით. თუმცა, ლეიბორისტულმა პარტიამ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოულოდნელად გაიმყარა პოზიციები, რის შედეგადაც კონსერვატორებმა მეის ლიდერობით მანდატები დაკარგეს, შედეგების გაუმჯობესების ნაცვლად. სწორედ ამის გამო მოუწია მეის კოალიციის შეკვრა.

კომენტარები