საინვესტიცოო სააგენტო

ეროვნული საინვესტიციო სააგენტო 2 ივლისს გაუქმდება

investingeorgia.org

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო 2017 წლის 2 ივლისს სრულად გაუქმდება. ამის შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაშია საუბარი. ამავდროულად ძალადაკარგულად ცხადდება კანონი ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ.

საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციების მისი გაუქმების შემდეგ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" შეითავსებს. გაუქმებული სააგენტოს შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია, გადაეცემა საინვესტიციო სააგენტოს უფლებამონაცვლეს აწარმოე საქართველოში.

აპრილში მთავრობამ "აწარმოე საქართველოში"-ს განახლებული ბრენდი წარადგინა. განახლებული აწარმოე საქართველოში რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. განახლებულ აწარმოე საქართველოში ერთიანდება სახელმწიფოს მიერ შექმილი ბრენდი - "Invest in Georgia" პროგრამა ინვესტორთათვის კონკრეტული პროექტების შემუშავებით დაკავდება. უწყების ფუნქცია იქნება საქართველოს, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაცია. 

ამასთავანე მთავრობის გადაწყვეტილებით, მუშაობას დაიწყებს კომერციული ატაშეების ინსტიტუტი. კომერციული ატაშეები თავდაპირველად მუშაობას დაიწყებენ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორო ქვეყნების საელჩოებში და ადგილზე საქართველოს პოპულარიზაციას მოახდენენ. 

ეროვნული საინვესტიციო სააგენტო 2002 წელს დაფუძნდა, სააგენტოს დაფუძნების მიზანი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა იყო.

კომენტარები