დიდი ბრიტანეთი

მოქალაქემ პოლიციას შეატყობინა, რომ დედოფალს ღვედი არ ეკეთა

AP Photo

დიდი ბრიტანეთის მონარქის მიერ ჩადენილ სამართალდარვევაზე პოლიციაში შეტყობინება შევიდა. მოქალაქემ სამართალდამცავებს მიმართა და მათ აცნობა, რომ ბუკინგემის სასახლიდან პარლამენტში მგზავრობისას დედოფალს ღვედი არ ეკეთა.

იორკშირის პოლიციის განყოფილებამ დედოფლის სახელზე შესული საჩივრის შესახებ საკუთარ თვითერზე დაწერა:

independent-მა მონარქის მიერ ჩადენილ დარღვევასთან დაკავშირებით სამეფო ოჯახის პრესსამსახურს კითხვით მიმართა, თუმცა მათ მომხდარის შესახებ არანაირი განმარტება არ გააკეთეს.

კომენტარები