ირაკლი ჩარკვიანის საღამო

15 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო გაიმართება

15 აგვისტოს, CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში BLACK SEA ARENA-ზე "ბრავო რექორდსის"-სა და ALTERVISION GROUP-ის ორგანიზებით ირაკლი ჩარკვიანის საღამო გაიმართება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

საღამოზე სხვადასხვა შემსრულებლები ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებას შეასრულებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: "საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი" ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სტეფანე, ოთო ნემსაძე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, გვანცა ჯაფარიძე, SOFT EJECT, GREEN ROOM, NEW ONE, რობი კუხიანიძე & OUTSIDER, LoudSpeakers და EKO & VINDA FOLIO.

ბილეთის ფასი 10 ლარიდან 60 ლარამდე ეღირება.

ბილეთების ონლაინ შეძენა შესაძლებელი ხვალიდან იქნება - biletebi.ge-ზე, ხოლო მოგვიანებით დაიწყება ბილეთების ფიზიკური სახით გაყიდვა - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ქობულეთში.

კონცერტის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია.

კომენტარები