სირიის კრიზისი

ამერიკულმა კოალიციამ რაქაში სირიული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო

Getty Images

ამერიკულმა კოალიციამ რაქაში სირიული სამხედრო ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. მომხდარ ამერიკული მხარე ადასტურებს.

პენტაგონის ცნობით, კოალიციამ სამხედრო ავიაგამანადგურებლის ჩამოგდება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სირიულმა მხარემ ამერიკის მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალების პოზიციები დაბომბა.

ასადის რეჟიმმა ამერიკული კოალიციის ნაბიჯს "აშკარა თავდასხმა" უწოდა და აღნიშნა, რომ მომხდარს შესაძლოა "მოვლენათა სახიფათო განვითარება" მოყვეს.

კომენტარები