აფგან მუხთარლის საქმე

ლეილა მუსტაფაევა: ვფიქრობ, გამოძიების ფალსიფიცირება ხდება

ამ ეტაპზე გამოძიება არასათანადოდ მიმდინარეობს. პოლიციას უნდა მოეპოვებინა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თუმცა ამბობენ, რომ გატაცების ამსახველი ვიდეომასალა არ არსებობს. მათ აფგან მუხთარლისგან ჩვენება უნდა აიღონ. ქართველი სამართალდამცველები ამისთვის ბაქოში უნდა ჩავიდნენ, თუმცა ჩემი აზრით, ისინი აზერბაიჯანელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავენ. ვფიქრობ, გამოძიების ფალსიფიცირება ამ ეტაპზე უკვე ხდება.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რუსთავი 2-თან საუბრისას.

კომენტარები