ავტოსაგზაო შემთხვევა

ვერეს ხეობაში მანქანის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

მდინარე ვერეს ხეობაში ავტომობილის გადავარდნის შემდეგ, საავადმყოფოში გადაყვანილი 4 პირიდან ერთი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გადარჩენილ სამ პირს მოტეხილობები აღენიშნებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

გამოძიება შსს-მ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები