გადასახადების დამალვა

მადრიდის პროკურატურამ კრიშტიანუ რონალდუს ბრალი წაუყენა

Getty Images

მადრიდის პროკურატურამ მადრიდის რეალის ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს გადასახადების დამალვის გამო ბრალი წაუყენა.

პროკურატურის ცნობით, რონალდუმ 2011-2014 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში 14.7 მილიონი ევრო არ გადაიხადა. მათივე ცნობით, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა ესპანეთში მიღებული მოგების გადასახადის დასამალად, 2010 წელს შექმნილი სააქციო საზოგადოების ტიპის სტრუქტურა გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში ვრცელდებოდა ცნობები, რომ რონალდუმ საკუთარი აგენტის, ჟორჟე მენდეშის სქემით, 150 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები შვეიცარიასა და ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორული ზონების მეშვეობით დამალა.

კომენტარები