ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს. მკვლელობა, სავარაუდოდ, ცეცსლსასროლი იარაღით, 2 დღის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, ჩანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. მუხლი თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





!["შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/vhg.png.jpg?itok=1F6sryRI)