NBA

აშშ-ის საელჩო გულშემატკივრებს ზაზა ფაჩულიას ჩემპიონობას ულოცავს

აშშ-ის საელჩო საქართველოში გულშემატკივრებს ზაზა ფაჩულიას ჩემპიონობას ულოცავს.

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია. "გოლდენ სტეიტმა" ოკლენდში, ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა და სერია 4:1 მოიგო.

გამარჯვების შემდეგ, ფაჩულიამ Fb-live ჩართო და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"საქართველოვ, ეს შენთვის არის, შენთვის... საქართველოში ჩამოვა თასი და ჩამოვა ბეჭედი" - ამბობს ფაჩულია ვიდეოში.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები