აშშ

მელანია და ბარონ ტრამპები თეთრ სახლში გადავიდნენ

Chris Kleponis-Pool/Getty Images

მელანია და ბარონ ტრამპები თეთრ სახლში გადავიდნენ.

საცხოვრებლის შეცვლის შესახებ აშშ-ს პირველმა ლედიმ კვირას საღამოს Twitter-ზე დაწერა:

„მოუთმელად ველი იმ მოგონებებს, რომელსაც ჩვენს ახალ სახლში შევქმნით“.

დონალდ ტრამპის მეუღლემ და შვილმა მისი პრეზიდენტობის პირველი ოთხი თვე ნიუ-იორკში გაატარეს. ტრამპის ინაგურაციის შემდეგ 11 წლის ბარონი მანჰეტენზე ტრამპ თაუერსში ცხოვრობდა მანამ, სანამ სასწავლო წელი არ დასრულდა.

შედეგად, მელიანია ერთადერთი პირველი ლედია, რომელმაც ვაშინგტონში საცხოვრებლად გადასვლა გადადო.

კომენტარები