კრემლის გავლენის ინდექსი

ჯანელიძე: MDF-ს ბევრი შეცდომები მოსდის, რუსულ პროპაგანდას წარმატებით ვუმკლავდებით

მედიის განვითარების ფონდს, სამწუხაროდ, ბევრი შეცდომები მოსდის ამ ბოლო დროს, როგორც განცხადებებში, ისე პუბლიკაციებში იგრძნობა გარკვეული ტენდენციურობა. მე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში მას სერიოზული გავლენა აქვს, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდება ამ გამოწვევებს რუსული, ანტიდასავლური პროპაგანდის, რაც მკაფიოდ აისახა აპრილის გამოკვლევებში, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 90% უჭერს მხარს, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას 83%.

ინტერპრესნიუსის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიის განვითარების ფონდის ანგარიშზე - კრემლის გავლენის ინდექსი 2017.

კომენტარები