რეპერების დაკავება

ჭიაბერაშვილი: კალაძე და კვირიკაშვილი აღმოჩნდნენ დამცველები, როცა უმოქმედოდ არიან

კალაძეც და კვირიკაშვილიც აღმოჩნდნენ თურმე ამ ადამიანების[დაკავებული რეპერების] დამცველები მაშინ, როდესაც მათი პოლიტიკური უმოქმედობა და ზოგ შემთხვევაში პოლიციის ასეთი საქციელის მათ მიერ წახალისება ხდება მთავარი წყარო იმ დანაშაულებრივი ქმედებებისა, როცა ადამიანებს ნარკოტიკს უდებენ. ეს უნდა აღიკვეთოს. ნარკოპოლიტიკა არ არის პირდაპირ კავშირში იმ თემასთან, როგორიც არის პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენა და იარაღის ან ნარკოტიკის ჩადება ადამიანებისთვის.

ამიტომ, კვირიკაშვილმა და კალაძემ სჯობია, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და არა იკეკლუცონ საზოგადოების წინაშე ამ თემით.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ბირჟა მაფიას წევრების დაკავებაზე.

კომენტარები