რეპერების დაკავება

ვოლსკი შს მინისტრზე: არ შეიძლება ცალკეული ფაქტის გამო, მინისტრის კომპეტენცია დადგეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის უშველებელი სისტემა. ჩვენ ძალიან ბევრი ისეთი პოლიციელი გვყავს, რომლითაც შეიძლება არა მხოლოდ საქართველომ, არამედ პოლიციელთა უშველებელმა არმიამ იამაყოს ყველა ქვეყანაში, ყველა განვითარებულ დემოკრატიაში. გადაცდომები მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მეორეც, ჯერ არავინ იცის, მოხდა თუ არა გადაცდომა. აქედან გამომდინარე, ეს რომც დამტკიცდეს, არ შეიძლება ცალკეული შემთხვევის და კონკრეტული ფაქტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ მინისტრის [გიორგი მღებრიშვილი] კომპეტენცია დადგეს

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი "ბირჟა მაფიას" რეპერებისთვის ნარკოტიკის შესაძლო ჩადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს. წყარო: ინტერპრესსნიუსი

კომენტარები