რეპერების დაკავება

კახიძე: კალაძის ზონდერებმა რომ პოლიციელს ურტყეს, ის არ იყო მუნდირის შეურაცხყოფა?

კალაძის ზონდერებმა რომ პოლიციელს ურტყეს კორცხელში, ის არ იყო თურმე მუნდირის შეურაცხყოფა. იმ მართლა კრიმინალებს ხელი დააფარეს და ერთი დღეც არ გაუტარებიათ პატიმრობაში, პირიქით, დააჯილდოვეს კიდეც. სამაგიეროდ, იგივე ორკების მფარველები თურმე რაღაც კლიპმა გააღიზიანა იუთუბზე და აფრინეს ვარდისფერი აბებით აღჭურვილი ეკიპაჟი მუნდირის ღირსების დასაცავად

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება "Birja Mafia"-ს რეპერების დაკავებას. რეპერებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, თუმცა დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან მათ თავიანთ ბოლო კლიპში პოლიციელი გააშარჟეს. ორივე მათგანს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები