რეპერების დაკავება

იაგო ხვიჩია რეპერების დაკავებაზე: ეს "9 წლის" დროსაც არ გაუბედავს არავის

პოლიციას არ მოეწონა კლიპი და მომღერლებს ჩაუდო ნარკოტიკი ანუ თავზე გადაგვახია გამოხატვის თავისუფლება. ეს "9 წლის" დროსაც არ გაუბედავს არავის

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია, Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება "Birja Mafia"-ს რეპერების დაკავებას. რეპერებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, თუმცა დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან მათ თავიანთ ბოლო კლიპში პოლიციელი გააშარჟეს. ორივე მათგანს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები