მეი: კონსერვატიული პარტია იუნიონისტებთან ერთად კოალიციურ მთავრობას შექმნის

EPA

დედოფალთან შეხვედრის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტია ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულ იუნიონისტურ პარტიასთან ერთად კოალიციურ მთავრობას შექმნის.

კონსერვატიულ პარტიას მთავრობის დასაკომპლექტებლად 326 მანდატი სჭირდებოდა, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით კი ისინი მხოლოდ 318 მანდატს მიღებას ახერხებენ. იუნიონისტებს კი 10 მანდატი ექნებათ. მათი კოალიცია საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი იქნება.

კომენტარები