დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ომბუდსმენი ე.წ. ციანიდის საქმის განხილვებს დაესწრება

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის განხილვებს დაესწრება. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, მას ეს ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიაწოდეს.

”მოსამართლის თანაშემწემ მითხრა, რომ ბესიკ ბუგიანიშვილმა განიხილა სახალხო დამცველის შუამდგომლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის დაესწროს სასამართლო პროცესებს”, - ამბობს ფანცულაია.

30 მაისს, ე.წ ციანიდის საქმის არსებით განხილვაზე საქართველოს სახალხო დამცველი არ დაუშვეს. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველის შესახებ კანონი დაირღვა. 

"იმედს ვიტოვებ, შემდეგ სხდომამდე სახალხო დამცველის შესახებ კანონს კარგად გაეცნობიან და იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. სახალხო დამცველს სრული უფლება აქვს, დაესწროს ნებისმიერ პროცესს" - ამბობდა ნანუაშვილი.

ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ, 9 ივნისს გაგრძელდება. საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იქნება, რადგან მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის დახურვასთან დაკავშირებით. 

კომენტარები