პოლიციის ძალადობა

პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციელების მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს ეხება, თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო დ.გ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 7 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე ბრალდებულმა დ.გ.-მ განაცხადა, რომ შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილების თანამშრომლებმა 2017 წლის 5 ივნისს დაკავებისას, ქ.თბილისში, გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამ ეტაპზე აქტიურად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა ამოწურვის შემდეგ მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას" - აცხადებს პროკურატურა.

გამოძიება მიმდინარეოვს შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან დ.გ.-ს დაკავებისას  უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრალდებულს პოლიციელები სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ.

კომენტარები