დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

40 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა. რეგისტრირებული კი 46.4 მილიონი ამომრჩეველია.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00-ზე დაიკეტება.

წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, არჩევნებში მმართველი კონსერვატიული პარტია გაიმარჯვებს. შედეგების თანახმად, კონსერვატიულ პარტიას ხმას ამომრჩეველთა 43.4 % მისცემს (365 მანდატი), ლეიბორისტულ პარტიას კი 36 % (208 მანდატი). 

პარტიას, რომელიც მანდატების ნახევარზე მეტს მიიღებს, მთავრობის ფორმირების უფლება მიენიჭება. საამისოდ კი, 326 მანდატის მოპოვებაა საჭირო.

არჩევნების საბოლოო შედეგები ხვალ გამოცხადდება.

კომენტარები