ტრანსპორტი

ყაზახური ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში ფრენებს იწყებს

flickr.com

ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines ოპერირებას საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით განახორციელებს. 8 ივნისს ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში ფრენების დაწყების შესახებ გეგმავს პრესკონფერენციის გამართვას.

აქტაუ-ბათუმი-აქტაუს მიმართულებაზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 ივნისიდან ასევე ზაფხულის ბოლომდე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას განხორციელდება.

თბილისის აეროპორტში კომპანია რეისებს უკვე ასრულებს. 

ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines ოპერირებას საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით განახორციელებს.

კომენტარები