მსჯავრდებულები საკნებში დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით გადანაწილდებიან

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულებების საკნებში ბრალდებულები/მსჯავრდებულები დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით გადანაწილდებიან.

"ცვლილებების საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებებში, როგორც წესი, საკნებში სხვა კატეგორიის დანაშაულში ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოათავსებენ ისეთ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი/მსჯავრდებულნი არიან სამოხელეო, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, ფულად-საკრედიტო სისტემაში, საფინანსო საქმიანობის სფეროში, სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაულებსა და კიბერდანაშაულის ჩადენისთვის", - წერია უწყების განცხადებაში.

ცვლილება უკვე ძალაშია.

კომენტარები