აშშ

ორლანდოში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ფლორიდის პოლიციის ცნობით, ქალაქ ორლანდოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სათაო ოფისში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თავდამსხმელიც.

სამართალდამცველების ცნობით, შემთხვევის ადგილზე მდგომარეობა უკვე სტაბილურია.

ფლორიდის პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ოფისის ყოფილი თანამშრომელი იყო, რომელმაც გათავისუფლებით უკმაყოფილების ნიადაგზე, 3 მამაკაცი და 1 ქალი მოკლა. შემდეგ კი, თავიც მოიკლა. ამ ცნობას პოლიცია ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს.

კომენტარები