საზღვაო სეზონი

შსს-მ აჭარაში საზღვაო სეზონი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აჭარაში საზღვაო სეზონი გახსნილად გამოაცხადა.

შსს-ის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ 2017 წლის საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა. მათი თქმით, ახალ საზღვაო სეზონზე მაშველების ყოველდღიური სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად წყალზე სამაშველო განყოფილებისთვის ბათუმის ნავსაყუდელში სამაშველო პუნქტი მოეწყო. ამასთან, უწყების ცნობით, საზღვაო უბედურებების პრევენციის მიზნით, გატარდა სხვადასხვა სამუშაო. 

"გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგრძნობლად შემცირდა ზღვაზე უბედური შემთხვევების რაოდენობა. ჩვენმა მაშველებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ასობით ადამიანს აღმოუჩინეს მაღალპროფესიონალური და ოპერატიული დახმარება, 2015-2016 წლებში 700-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. საზღვაო სეზონს ჩვენ წელსაც სათანადოდ მომზადებულები ვხვდებით,"- ამბობს შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია.

შს მინისტრის მოადგილეებმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა მაშველებს ახალი საზღვაო-სამაშველო აღჭურვილობა, სამუშაო ფორმები, პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილი სამედიცინო ჩანთები და სხვა საჭირო ინვენტარი გადასცეს.

კომენტარები