ავტოდაზღვევა

მთავრობა ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე მუშაობს

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოში ავტოტრანსპორტის მიერ მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს, ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თავდაპირველად დაზღვევის მოთხოვნა საქართველოში მოძრავ უცხოეთში რეგისტრირებულ ავტოტრანსპორტზე გავრცელდება, რაც შემდეგ შესაძლოა ყველა ავტოტრანსპორტზე გავრცელდეს.

"საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებოლობაც იქნება სავალდებულო წესით დაზღვეული და ეს მოთხოვნა იქნება გავრცელებული და აღსრულებული ვინაიდან ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთი ინციდენტებიც, რომელსაც ზოგ შემტხვევაში ადამიანი სიცოცხლის, ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის თუ ქონების დაკარგვა თანსდევს. 

უნდა ისიც დავაანონსო , რომ ჩვენ ვმუშაობთ რომ მთლიანად მესამე პირის მიმართულებით, მესამე მხარის ვალდებულების დაზღვევა გავრცელდეს არამხოლოდ უცხოეთში რეგისტრირებულ, არამედ ყველა ავტოსატრანსპორტყო საშუალებაზე, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის რომ საქართველოში მოგზაურმა უცხოლებმაც იგრძნონ თავი იმ ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედი წესები და მესამე პირთა მიმართ ვალდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ დაზღვეული ჩვენს ქვეყანაში.", - თქვა პრემიერმა. 

იმ შემთხვევაში თუ ეს ვალდებულება ყველა ავტომფლობელზე გავრცელდა ეს ქვეყნის 1 მილიონი ავტომფლობელისთვის დამატებით ხარჯები იქნება. 

მესამე პირი ნიშნავს - ნებისმიერი პირი (ფიზიკური ან იურიდიული), რომლის ჯანმრთელობა ან ქონება დაზიანდა დაზღვეული ავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად, გარდა უშუალოდ დაზღვეული ავტომობილის მძღოლის და მგზავრების, დამზღვევის, დამზღვევის ოჯახის წევრებისა.

კომენტარები