ამაღამ, საბურთალოს და დიდუბის რაიონების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

newcastle.gov.za

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ამაღამ, 02 საათიდან 07 საათამდე საბურთალოს და დიდუბის რაიონების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება.

თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება სოფელ დიღმის, სოფელ ნატბეურების, ჩალისპირების დასახლების, გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის მასივის V, VI კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის, ლუბლიანას, გოძიაშვილის, თოფურიძის, ონიანის, ჭოხონელიძის, მაჭავარიანის, ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.

კომენტარები