კაპანაძე მუხთარლიზე: პასუხი თუ არავინ აგო, ნიშნავს, რომ ქვეყანა ხელიდან გამოგვცლია

- სუს-მა ჯერ თავზე ტომარა წამოაცვა, მოიტაცა და გადასცა.
- შემდეგ სუს-ის შეფმა თქვა, რომ "მწვანე საზღვარზე" აიყვანესო.
- შემდეგ პრემიერი და შსს ჟურნალისტებს გაექცნენ.
- შემდეგ დეპუტატმა თქვა, რომ დაველოდოთ გამოძიებასო.
- შემდეგ ვიცე-პრემიერმა თქვა, ჟურნალისტი არ იყოო (დაგუგლვა არის საკმარისი, რომ ნახო მუხტარლის სტატიები).

ამასობაში კი ის გაირკვა, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს. ამაზე პასუხი თუ არავინ აგო, სუს-ით დაწყებული, მთავრობით დასრულებული, ნიშნავს, რომ თავმოყვარეობა არ გვქონია და ქვეყანა უბრალოდ ხელიდან გამოგვცლია.

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებასა და აზერბაიჯანში დაკავებაზე.

კომენტარები