ხმაური

კანონპროექტით, პოლიცია ხმაურის დეტექტორებს შეიძენს და ხმაურზე ჯარიმებს დაწერს

პოლიციელის დღე
facebook.com/miaofgeo

პარლამენტი ხმაურის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტის (PDF დოკუმენტი) მიხედვით, პოლიცია ხმაურისთვის მოსახლეობას ჯარიმებს დაუწერს. პროექტის მიხედვით, პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები დაჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარაიმდებიან. ერთი წლის მანძილზე სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.

პროექტის მიხედვით, პოლიციამ 100 ათას ლარად უნდა შეიძინოს სპეციალური ხელსაწყოები, რომლითაც ის ქალაქებში ხმაურის დონეს გაზომავს.

კანონპროექტში არაა განსაზღვრული ხმაურის დონეები, რასაც დაჯარიმება მოჰყვება, ამისთვის კანონპროექტში წერია, რომ მთავრობაამ 1 ივლისამდე უნდა მიიღოს რეგლამენტი ხმაურის დონის შესახებ, რომელშიც განისაზღვრება თუ ხამურის რა დონე ჩაითვლება დარღვევად.

ევროკავშირის ქვეყნებში ღამის ხმაურის ზღვრული დონე ასე გამოიყურება:

  • საფრანგეთი - 62 დეციბელი
  • გერმანია - 49 დეციბელი
  • ნიდერლანდები - 40 დეციბელი
  • ფინეთი - 46 დეციბელი
  • შვედეთი - 51 დეციბელი
  • უნგრეთი - 55 დეციბელი
  • ლატვია - 40 დეციბელი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურ დონეზე მოქმედებს კანონი ხმაურის კონტროლის შესახებ. გარდა ფედერალური კანონისა, შტატების და ქალაქების დონეზეც არსებობს ხმაურის რეგულაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ნიუ-იორკში მოქმედებს ხმაურის შესახებ კანონი (Noise Code), რომლის თანახმადაც გადაჭარბებული ხმაურისთვის პირი ჯარიმდება 250 დოლარით პირველ ჯერზე, განმეორებით შემთხვევაში - 500 დოლარით, მესამე ჯერზე - 750, ხოლო მეოთხე ჯერზე - 1000 დოლარით.

ლატვიაში მოქმედებს კანონი „გარემოს დაბინძურების შესახებ“. წესების დარღვევის გამო ჯარიმები მოცემულია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის თანახმად, ფიზიკური პირებისთვის ხმაურის წესების დარღვევისათვის ჯარიმაა 30-355 ევრო, ხოლო იურიდიული პირებისთვის 70-700 ევრო.

კომენტარები