რატომ გაითიშა თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგია?

newcastle.gov.za

საქართველოს ელექტროსისტემის ცნობით, სომხეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის - ალავერდის გამორთვის გამო, თბილისისა და საქართველოს რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა. სახელმწიფო ელექტროსისტემა მიზეზებს ამ დრომდე აზუსტებს. ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა აბონენტების ნაწილს.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ნახევარი საათით შეფერხდა თბილისის მეტროს მუშაობა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, საბურთალოს ხაზს 16:15 საათზე შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო 16:45-ზე - აღუდგა. კომპანიის ცნობით, ხაზზე მოძრავი ყველა მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა. ამ დროისთვის, მეტროს მუშაობა აღდგენილია.

კომენტარები