სილქნეტი

სილქნეტი მომხმარებლებს მომსახურების შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს

http://silknet.com

კომპანია სილქნეტი მომხმარებლებს მომსახურების შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს. კომპანიის აბონტენტებს გაფრთხილების შესახებ შეტყობინება ტელევიზორის ეკრანებზე დღეს მიუვიდათ.

"გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე, რუსთავი 2, იმედი და მაესტრო აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება”, - წერია სილქნეტის შეტყობინებაში.


ფოტო: ტაბულა

როგორც კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე შეტყობინებაში არსებულზე უფრო მეტი ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები