აფეთქება რომში

რომის ცენტრში ფოსტის შენობასთან ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა, დაშავებულები არ არიან

AFP/Getty Images

იტალიაში, რომის ცენტრში ფოსტის შენობის წინ აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანდა ერთი მანქანა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. 

რომის პროკურატურის ცნობით, აფეთქების უკან, სავარაუდოდ, ანარქისტული ძალები დგანან. 

ხელნაკეთი ბომბი ორ ავტომანქანას შორის იყო დამონტაჟებული.

კომენტარები