ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რეკლამა

საქართველოს ბანკის მომსახურების ახალი მოდელი - მეტი ურთიერთობა

ხუთშაბათი, 11 მაისი, 2017 - 14:10
tbl.ge/2b2z
დაკოპირდა
საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი საბანკო მომსახურების ახალ მოდელს ნერგავს და ახალ სერვისცენტრს ხსნის. საქართველოს ბანკი მომხმარებელთან მეტ ურთიერთობაზე დამყარებულ მომსახურების მოდელზე გადადის, რომელიც უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს ერგება.

ახალი მოდელის მიხედვით, საქართველოს ბანკში მისვლისას, მომხმარებელი მომსახურებას 360° გრადუსით იღებს და მას აღარ უწევს სიარულში დროისა და ენერგიის ხარჯვა. მომხმარებელს ნებისმიერი მომსახურების მიღება ბანკის ერთ თანამშრომელთან - ურთიერთობის მენეჯერთან შეუძლია.

საბანკო მომსახურების მოდელის ცვლილებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა, მსოფლიოში წამყვან საკონსულტაციო კომპანიასთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, შეცვალა გარემოც. დღეს ი.ჭავჭავაძის N7-ში ახალი მოდელის პირველი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი სერვისცენტრი მომხმარებელთან ურთიერთობას უფრო უშუალოს, მყუდროსა და კონფიდენციალურს ხდის. ნათელი, მსუბუქი ფერებითა და კომფორტული ავეჯით კი ბანკში ყოფნა სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა. სერვისცენტრში სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი – მომხმარებლებთან ურთიერთობა შესაძლებელია როგორც პრივატულ გარემოში, ასევე ე.წ. co-working სივრცეში, სადაც მომხმარებელი და ბანკის თანამშრომელი შეძლებენ ერთობლივ მუშაობას პროექტზე.  

ახალ სერვისცენტრში ბანკის მიერ დაფინანსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი, სადაც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხილვა ბანკში შესვლისას ყველას შეეძლება. უფრო კომფორტული გახდა თვითმომსახურების ზონაც, სადაც მეტი ბანკომატი და თვითმომსახურების ტერმინალია განთავსებული. შედეგად, ერთდროულად მეტ მომხმარებელს აქვს საშუალება, განახორციელოს სასურველი ოპერაციები.

2017 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, 20-მდე ახალი სერვისცენტრი გაიხსნება, მომავალ წელს კი საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი სრულიად ახალი მოდელის იქნება.

"საქართველოს ბანკი ყოველთვის გამოირჩეოდა საბანკო სფეროში მომსახურების ახალი სტანდარტების დანერგვით. ათწლეულზე მეტია, ის ზრუნავს მაქსიმალურად კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული გახადოს საბანკო მომსახურება. ჯერ კიდევ 2007 წელს საქართველოს ბანკმა დანერგა საერთაშორისო დონის მომსახურების მოდელი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლის საჭიროებებს მორგებული ახალი ტიპის სერვისცენტრები გაიხსნა.

ახლა ბანკი მომსახურების განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ნერგავს უახლეს მოდელს, რომელიც კიდევ უფრო მეტ ურთიერთობას გულისხმობს მომხმარებელთან. აღნიშნული სიახლის გასახორციელებლად, საქართველოს ბანკმა მოცულობითი ინვესტიცია განახორციელა. საქართველოს ბანკის მომსახურების ახალი მოდელი საბანკო სფეროზე არსებულ სტერეოტიპს არღვევს და გვაჩვენებს, რომ ბანკთან მეტი ურთიერთობით მომხმარებელს გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეუძლია, მეტიც - მომხმარებელი იღებს ზუსტად იმ პროდუქტსა და სერვისს, რომელიც მას სჭირდება",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

საქართველოს ბანკირეკლამა

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026 - 11:59სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია! (რ)
  • ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026 - 10:30თიბისის საერთაშორისო აღიარება გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის (რ)
  • ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026 - 18:22როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი (რ)
  • ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026 - 14:19მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში - მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5 (რ)
  • ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026 - 11:05თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა (რ)

კომენტარები

ბოლო სიახლეები

1 ივლისიდან სახმელეთო წყლებში ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება
ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026 - 15:28

1 ივლისიდან სახმელეთო წყლებში ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

NATO-ს შეფასებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში 1.4 მილიონი სამხედრო დაკარგა – EP
ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026 - 14:32

NATO-ს შეფასებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში 1.4 მილიონი სამხედრო დაკარგა – EP

იაპონიიდან მანქანის ჩამოყვანას დაპირდა, $4900 და ₾42 110 მიისაკუთრა - შსს-მ 1 პირი დააკავა
ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026 - 14:30

იაპონიიდან მანქანის ჩამოყვანას დაპირდა, $4900 და ₾42 110 მიისაკუთრა - შსს-მ 1 პირი დააკავა

ზელენსკი: არ გვსურს, რომ მტრის გამო უკრაინა დაიწვას, თუ ეს მოხდება, მოსკოვიც დაიწვება
ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026 - 13:59

ზელენსკი: არ გვსურს, რომ მტრის გამო უკრაინა დაიწვას, თუ ეს მოხდება, მოსკოვიც დაიწვება

მოსამართლემ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაზე უარი თქვა - გვარამია
ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026 - 13:57

მოსამართლემ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაზე უარი თქვა - გვარამია

ყველაზე კითხვადი

რუსული Татнефть ქვეყნის მასშტაბით ყველა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაყიდვას ზღუდავს
1რუსული Татнефть ქვეყნის მასშტაბით ყველა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაყიდვას ზღუდავს
2დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურში სცემეს, კლინიკაში გარდაიცვალა
3Times: პუტინისთვის "უკრაინაზე ულტიმატუმის" შემდეგ რუსეთის ბანკის ხელმძღვანელი არ გამოჩენილა
4"კულტურას ჩვენს შორის ნდობის აღდგენა შეუძლია "- თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
5FOX News: FBI-მ თეთრი სახლის UFC-ის ღონისძიებაზე დრონით თავდასხმა აღკვეთა

ბოლო ვიდეო

რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026 - 17:57რუსეთში Ту-22М3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში