ავტოავარია

სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

metro.us

დიღომში, რესტორან „ფაეტონთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. 

ავტოავარიის გამო, ბელიაშვილის ქუჩაზე საცობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები