NATO-ავღანეთი

სტოლტენბერგი: აუცილებელია ავღანეთში დამატებით რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გაგზავნა

იენს სტოლტენბერგი
NATO

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი ავღანეთში ჯარისკაცების დამატებითი ნაკადის გაგზავნას უახლოეს მომავალში განიხილავს.

სტოლტენბერგის თქმით, ავღანეთში ვითარება სულ უფრო მეტად მძიმდება და დაჯგუფება თალიბანის მებრძოლები ტერიტორიების მოპოვებას ცდილობენ. სწორედ ამიტომ აუცილებელია ქვეყანაში დამატებით რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ NATO-ს ჯარები ავღანეთში სამშვიდობო მისიით იმყოფებიან და საწვრთნელ ტრენინგებსაც ატარებენ. ამ დროისთვის ალიანსს ავღანეთში 13450-მდე ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი, მათ შორის 6900 ამერიკელი სამხედროა.

კომენტარები