მსოფლიოს თასი 2019

მსოფლიოს თასზე ბორჯღალოსნების მეტოქეები ცნობილია

კიოტოში გამართული კენჭისყრის შედეგად, 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები D ჯგუფში მოხვდა. ბორჯღალოსნები ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიას, უელსს, ოკეანეთის ზონის გამარჯვებულს და ამერიკის ზონის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რაგბის ნაკრებს ავსტრალიასა და უელთან არასდროს უთამაშიათ, თუმცა უელსის ნაკრებთა სატესტო თამაშს ბორჯღალოსნები 18 ნოემბერს, კარდიფში დამართავენ.

რაც შეეხება ბორჯღალოსნების დანარჩენ ორ მეტოქეს, ამ დროისათვის არსებული მდგომარებით ამერიკიდან საქართველოს მეტოქე კანადა ან აშშ იქნება, ოკეანეთიდან კი ფიჯი ან სამოა.

მსოფლიოს თასი სტარტს 2019 წლის 20 სექტემბერს აიღებს.

კომენტარები