საჯარო ფინანსები

მერიამ ბოლო სამი წლის მანძილზე ფურშეტებზე 700 ათას ლარზე მეტი დახარჯა

pinterest.com

უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ საკვებ ობიექტებში, ფურშეტების ორგანიზებასა და ალკოჰოლური სასმელების შეძენაზე, ჯამში 701 294 ლარი დახარჯა. ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი, დაახლოებით 300 ათასი ლარი მერიამ 2016 წელს დახარჯა. მედიაპროექტ "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გასულ წელს მერიამ 2014 წელთან შედარებით თითქმის 2.5-ჯერ მეტი დახარჯა კანაპეების ორგანიზებაზე.

მერიის ხარჯები წლების მიხედვით:

  1. 2014 წელი - 123 853 ლარი 
  2. 2015 წელი - 280 919 ლარი
  3. 2016 წელი - 296 522 ლარი

2016 წელს, დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის, უსახლკარობის პრობლემების მოსაგვარებლად, თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან მილიონ ორასი ლარი გამოყო, რაც მხოლოდ ოთხჯერ აღემატება იმ თანხას, რაც მერიამ სხვადასხვა ღონისძიების კანაპეებში გადაიხადა. 

ფლანგვის დეტექტორის მიერ მერიისგან მიღებული წერილები:

კომენტარები