ფიტნეს დარბაზი

სავარჯიშო დარბაზი, სადაც 45-წუთიანი ძილის დროს, კალორიებს დაწვავთ

John Nguyen / JNVisuals

Napercise - ეს არის სავარჯიშო დარბაზი, სადაც 45-წუთიანი ძილის დროს, განტვირთვასთან ერთად კალორიებსაც დაწვავთ. ფიტნეს ცენტრი ყოველგვარი ტრენაჟორებისა და ვარჯიშის გარეშე გადაღლილი ადამიანებისთვის არის. კალორიების წვის მიზეზი კი დარბაზში არსებული ტემპერატურაა.

ინოვაციური ფიტნეს დარბაზი David Lloyd gyms-მა გახსნა. Napercise - ის ერთერთი ინოვატორი კეტრინ პინკჰემია. პინკჰემის თქმით, ძილი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამას ხალხი აცნობიერებს.

"ძილი ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობის მქონეა, ვიდრე ამას ადამიანები აცნობიერებენ. ჩვენ, ძირითად ფოკუსს მოკლევადიან ეფექტზე ვაკეთებთ, როგორიც არის დაღლილობა და კონცენტრაციის ნაკლებობა. თუმცა, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ, როგორ აისახება ძილის ნაკლებობა გრძელვადიან პერსპექტივაში, მასზეა დამოკიდებული ჩვენი ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობა",-აღნიშნა კეტრინ პინკჰემმა.

კომენტარები