ღამის მგლები

ვინ არიან "ღამის მგლები"?

ვლადიმირ პუტინი და "ღამის მგლების" პრეზიდენტი ალექსანდრ ზალდასტანოვი
RIA Novosti

ვინ არიან "ღამის მგლები"?

"ღამის მგლები" ე.წ. ბაიკერთა კლუბია, რომელიც საბჭოთა კავშირში 1989 წელს შეიქმნა. "კლუბი" რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულია, მათ ხშირად ვლადიმირ პუტინის დაჯგუფებად მოიხსენიებენ. არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, "ღამის მგლებს" ხელისუფლება აფინანსებს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირადი კონტაქტი აქვს "ღამის მგლების" პრეზიდენტ ალექსადრ ზალდასტანოვთან და მას პერიოდულად ხვდება. ზალდასტანოვი 2011 წელს გახდა პრეზიდენტი, როდესაც პუტინი პრემიერმინისტრი იყო. "კლუბს" ასევე ახლო ურთიერთობა აქვს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

ასე გამოიყურება ე.წ. ბაიკერთა კლუბის ლოგო:

"ღამის მგლები" მთელს რუსეთის ტერიტორიასა და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილს არიან მოდებული. მათ ფილიალები აქვთ. პუტინის დაჯგუფების წევრები აშშ-ს შავ სიაში ჰყავს ჩასმული უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ინტერვენციის გამო.

ვინ არიან დაჯგუფების ცნობილი წევრები?

ალექსანდრ ზალდასტანოვი - რომელსაც ქირურგს ეძახიან. ის 2011 წელს ვლადიმირ პუტინმა ღირსების მედლით დააჯილდოვა "ახალგაზრდების განმანათლებელი პატრიოტული ქმედებების" გამო.

ვლადიმირ პუტინი და "ღამის მგლების" პრეზიდენტი ალექსანდრ ზალდასტანოვი
ფოტო: AFP

რამზან კადიროვი - ჩეჩნეთის ლიდერი, რომელიც "ღამის მგლებს" 2014 წელს შეუერთდა. ფოტოზე ე.წ. ბაიკერთა კლუბის პრეზიდენტი ალექსანდრ ზალდასტანოვი რამზან კადიროვს მხარდაჭერას უცხადებს (2016 წ.)


ფოტო: AP

რამდენიმე ფაქტი "ღამის მგლების" შესახებ:

2008 - ე.წ. ბაიკერები პოლიტიკურ აქციაზე ჩნდებიან და დმიტრი მედვედევის გამარჯვების ცერემონიას ესწრებიან.

2011 - ვლადიმირ პუტინი, რომელიც ამ დროს პრემიერმინისტრია, ე.წ. ბაიკერებს ხვდება და მათ მსვლელობაში მონაწილეობს.

2012 - "ღამის მგლები" მიემგზავრებიან ზელენოგრადში, სადაც ბაიკერთა კლუბი "სამი გზაა" შექმნილი. ისინი ამერიკულ კლუბ "ბანდიდოსის" მოკავშირეები არიან. იყო ჩხუბი და სროლა. "სამი გზის" ერთმა წევრმა ისროლა და "ღამის მგლების" წევრი იმსხვერპლა. მედიაში მომხდარის მოტივად დასახელდა ის, რომ "ღამის მგლებს" არ სურთ, რუსული ბაიკერთა კლუბები ამერიკულ კლუბებთან კავშირში იყვნენ. "სამი გზის" ერთ-ერთი წევრი პასუხისგებაში მიეცა.

2015 - "ღამის მგლების" წევრები ცდილობენ, ბერლინში ჩავიდნენ, რათა აღნიშნონ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვება. პოლონეთის მთავრობამ უარი უთხრა მათ ქვეყნის გადალახვაზე, გერმანიამ კი ვიზები გაუუქმა.

2015 - რუსული ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ 2013-2014 წლებში "ღამის მგლებმა" ხელისუფლებისგან 1 100 000 ამერიკული დოლარი მიიღეს, რაც ანტიდასავლურ ქმედებებს მოხმარდა. მაგალითად, The Moscow Times წერდა, რომ "ღამის მგლებმა პერფორმანსი დადგეს, რომელშიც თავისუფლების ქანდაკება ფიფქიის, რუსული ე.წ. "სნეგუროჩკის" მოტაცებას ცდილობდა, რათა დაენგრია რუსეთი. შოუ მთავრდებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ტრიუმფით, რომელიც მტერს ამარცხებს".

2015 - The Moscow Times ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღამის მგლებმა $US190,000 მიიღეს, რათა ააშენონ ახალგაზრდული ცენტრი "პატრიოტი" სევასტოპოლში. როგორც ცნობილია, უკრაინის ტერიტორია ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.

--

როგორც ცნობილია, "ღამის მგლების" წევრები შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი ფაშიზმზე გამარჯვების ნიშნად ყოველი წლის 9 მაისს სხვადასხვა ქვეყანაში ავტოგარბენას აწყობენ.

კომენტარები