თურქეთი

სტამბოლში მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად, 4 სტუდენტი და მძღოლი დაშავდა

Getty Images

სტამბოლში მიკროავტობუსში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 4 სტუდენტი და მიკროავტობუსის მძღოლი.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის საკუთრება იყო.

აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ მიკროავტობუსში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები