დანაშაულის სავარაუდო დაფარვა

სესიაშვილი: უმაგრესი შვილი მყავს, რომელიც ორიენტირებულია სწავლა-განათლებაზე

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მის შვილთან დაკავშირებით სიბინძურესა და ტყუილს უწოდებს. კომენტარი მან ინტერპრესნიუსს მისცა.

"უწესიერესი, უმაგრესი შვილი მყავს, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია სწავლა-განათლებაზე. ასეთი გამოგონილი სიბინძურე და ტყუილი არასდროს მინახავს", - თქვა სესიაშვილმა და აღნიშნა, რომ რეაგირებისთვის კონსულტაციებს იურისტებთან გაივლის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის შვილს ჩადენილი დანაშაულისთვის საგამოძიებო უწყებებმა ხელი დააფარეს.

კომენტარები