პრეზიდენტის ინსტიტუტი

კობახიძე პრეზიდენტზე: ძალიან დიდი დისპროპორციაა ლეგიტიმაციასა და ფუნქციებს შორის

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ნაწილს, არის ძალიან დიდი დისპროპორცია ლეგიტიმაციასა და ფუნქციებს შორის, რაც ბუნებრივია განაპირობებს პრობლემებს და ამ პრობლემების მაგალითებს გვაძლევს ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა. არცერთი ქვეყანა არ არსებობს  საპარლამენტო მმათველობის სისტემის მქონე, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ არაპირდაპირი წესით და იქმნება სისტემური პრობლემები ამ კუთხით, სამაგიეროდ არსებობს ძალიან ბევრი საპარლამენტო მმართველობის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტებს ირჩევენ პირდაპირი წესით და ამ ქვეყნების უმრავლესობაში იქმნება სერიოზული სისტემური პრობლემები და ამას ადასტურებს ევროპული გამოცდილება და ევროპული პრაქტიკა. რაც შეეხება პრეზიდენტის სტატუსს, პრეზიდენტის მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ

კომენტარები