თამბაქოს აკრძალვა

საპატრიარქოს წარმომადგენელი: თამბაქოს მოწევაც მკვლელობის ცოდვაში გადის

ბედნიერები ვართ, რომ დადგა დრო, როცა ეს კანონი აღსრულდება და დავიწყებთ ცხოვრებას ჯანსაღ ქვეყანაში. მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით, ნარკომანიაც, ალკოჰოლიზმიც და თამბაქოს მოწევაც ითვლება ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, ღვთის წინაშე ითვლება ცოდვად, მკვლელობის ცოდვაში გადის და ითვლება სირცხვილად. ეს უნდა დამკვიდრდეს, სირცხვილია, რომ ვეწევით. წავიკითხე და ვხედავ, რომ ეს კანონი ვერ წვდება იმ ადამიანებს, რომლებიც პრივატულ გარემოში, ოჯახში მოწევენ. რა თქმა უნდა, ამის გაკონტროლება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ბავშვების დაცვა საჭიროა. უმძიმესია, როცა მშობლები აბოლებენ და ბავშვს ეუბნებიან, რომ მან არ მოწიოს, ბავშვი აუცილებლად მოწევს. აქედან გამომდინარე, თუ კუთხეში დაყენება და ყურის აწევა არის ძალადობა, ესეც საშინელი ფორმა უნდა იყოს ძალადობის. ვიფიქროთ ამ საკითხზე.

ინტერპრესნიუსის ცნობით, საპატრიარქოს სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ვარაზაშვილმა პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სამუშაო სხდომაზე განაცხადა. სამუშაო სხდომაზე ”თამბაქოს კონტროლის” შესახებ კანონს განიხილავენ.

კომენტარები